DenCloud

გამოყენების წესები

ბოლო განახლება: 31.10.2026

1. სერვისი

DenCloud არის Chrome-ის გაფართოება შეტყობინებების გასაცვლელად. საბაზისო პაკეტი უფასოა. სერვისი მოწოდებულია „როგორც არის“, გარანტიების გარეშე.

ციფრული სერვისი

DenCloud მხოლოდ ციფრული სერვისია: Chrome-ის გაფართოება და ვებ-აპლიკაცია ჩატისა და ფაილების ონლაინ შენახვისთვის. ფასიანი პაკეტი არის პროგრამული გამოწერა (SaaS), რომელიც ზრდის ღრუბლოვანი საცავის და გაგზავნის ლიმიტებს. ფიზიკური ნივთები, აპარატურა ან მიწოდება არ არის.

2. ანგარიში

შესვლა ხდება Google ანგარიშით. პასუხისმგებელი ხარ შენი ანგარიშით განხორციელებულ ქმედებებზე.

ანგარიშის დროებით დახურვა ან სრული წაშლა შეგიძლია ნებისმიერ დროს პარამეტრებიდან. აქტიური ფასიანი გამოწერის დროს ანგარიშის წასაშლელად ჯერ გამოწერა უნდა გააუქმო.

ანგარიში, რომელშიც 12 თვე არ შესულხარ, შეიძლება წაიშალოს ყველა მონაცემით — მანამდე 30 და 7 დღით ადრე გაგაფრთხილებთ. ფასიანი პაკეტის მქონე ანგარიშებს ეს არ ეხება.

წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას აქვს ვერსიები. ახალი ვერსიის გამოქვეყნებისას ექსთენშენი გთხოვს ხელახლა დათანხმებას — მანამდე სერვისით სარგებლობა ვერ გაგრძელდება. ჩვენ ვინახავთ, რომელ ვერსიას და როდის დაეთანხმე.

3. აკრძალულია

4. კონტენტი

გაგზავნილ კონტენტზე პასუხისმგებელი ხარ შენ. წესების დარღვევისას შეგვიძლია შევზღუდოთ ან წავშალოთ ანგარიში.

5. პაკეტები და გადახდა

უფასო პაკეტს აქვს ლიმიტები (საცავის ზომა, ფაილის ზომა, დღიური გაგზავნა და ჩამოტვირთვა). ფასიანი პაკეტი ყოველთვიური გამოწერაა და ავტომატურად განახლდება, სანამ არ გააუქმებ. გაუქმება შეგიძლია ნებისმიერ დროს ექსთენშენის პარამეტრებიდან („გამოწერის მართვა“) — პაკეტი მოქმედებს გადახდილი პერიოდის ბოლომდე. გადახდას ამუშავებს და ოფიციალური გამყიდველია Paddle.com; თანხის დაბრუნების წესი აღწერილია ჩვენს თანხის დაბრუნების წესში და ხდება Paddle-ის მყიდველის პირობებით. თუ განახლების გადახდა ვერ მოხერხდა, გადასახდელად გაქვს 30 დღე: ამ დროს ფაილები ხელმისაწვდომია, მაგრამ ახალი ატვირთვა შეჩერებულია. პაკეტის დასრულებისას (გაუქმება ან გადაუხდელობა) უფასო ლიმიტზე მეტი ფაილები იკეტება და 7 დღეში სამუდამოდ იშლება, თუ პაკეტს არ განაახლებ ან ფაილებს არ წაშლი უფასო ლიმიტამდე. ჩატში უკვე გაგზავნილ ფაილებს ეს არ ეხება.

6. ცვლილებები

წესები და პაკეტების პირობები შეიძლება განახლდეს; მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ გვერდზე გამოვაქვეყნებთ.

7. კონტაქტი

[email protected]