ჩატი + ღრუბელი

ჩატი და ღრუბლოვანი საცავი — ერთ ხატულაში

  • მიმოწერა და ჯგუფები
  • ფაილები ღრუბელში
  • end-to-end დაშიფვრა

DenCloud Chrome-ის პანელიდან იხსნება ნებისმიერ საიტზე. ესაუბრე ადამიანებს და ჯგუფებს, ფაილები კი შეინახე შენს ღრუბელში — ფოლდერებით, ბმულით გაზიარებით და, თუ გინდა, დაშიფრულად.

უფასოდ იწყება. შესვლა Google ანგარიშით, პაროლის გარეშე.

ფანჯარა ნებისმიერ საიტზე იხსნება. მიმოწერაც და ფაილებიც იქვე გელოდება.

ორი ერთში

ერთი ხატულა — ორი ინსტრუმენტი, რომლებიც ერთმანეთს ავსებს

ჩვეულებრივ ჩატი ერთ აპშია, ფაილები — მეორეში. DenCloud-ში ორივე ერთადაა და ერთმანეთთან დაკავშირებულია.

ჩატი

სწრაფი მიმოწერა იქ, სადაც მუშაობ — ახალი ჩანართის გარეშე.

  • პირადი საუბრები და ჯგუფები
  • ხმოვანები, პასუხები, რეაქციები, გამოკითხვები
  • შეტყობინება ხატულაზე, ფანჯარა დახურულიც რომ იყოს
  • PIN-ით დაცული საუბრები

ღრუბელი

შენი პირადი ფაილების საცავი — ექსთენშენშიც და ბრაუზერშიც.

  • ფოლდერები, ძებნა, გადატანა
  • გაზიარება საჯარო ბმულით
  • ხელმისაწვდომია ექსთენშენის გარეშეც, ბრაუზერიდან
  • სივრცე პაკეტის მიხედვით — უფასოდაც
ტური

ყველა შესაძლებლობა, ეკრანებით

გადაფურცლე და ნახე, როგორ გამოიყურება DenCloud სინამდვილეში. ყველა ეკრანი ექსთენშენიდანაა.

01 / 13

მიმოწერა ნებისმიერ საიტზე

ფანჯარა ხატულაზე დაჭერით იხსნება, გვერდის დატოვების გარეშე. ძველი მესიჯები ზემოთ სქროლვით იტვირთება.

  • ფოტოები, ფაილები და სტიკერები
  • ხმოვანი შეტყობინებები
  • წაკითხვის ნიშნები და ონლაინ სტატუსი
DenCloud-ის ეკრანი: მიმოწერა ნებისმიერ საიტზე
02 / 13

პასუხი და რეაქციები

უპასუხე კონკრეტულ მესიჯს ციტატით ან დაუსვი რეაქცია ერთი დაჭერით.

  • ციტატაზე დაჭერით ორიგინალ მესიჯზე გადახვალ
  • რეაქციებს ყველა მონაწილე მაშინვე ხედავს
  • მაუსის მიტანით ან მარჯვენა ღილაკით
DenCloud-ის ეკრანი: პასუხი და რეაქციები
03 / 13

ჯგუფური საუბრები

შექმენი ჯგუფი, დაამატე წევრები ნებისმიერ დროს და ნახე, ვინ არის ონლაინ.

  • წევრების სია სტატუსებით
  • ახალი წევრის დამატება
  • ჯგუფიდან გასვლა ერთი ღილაკით
DenCloud-ის ეკრანი: ჯგუფური საუბრები
04 / 13

გამოკითხვები ჯგუფებში

ჰკითხე ჯგუფს და შედეგები ლაივში ნახე. რა შეუძლიათ წევრებს, შექმნისას შენ წყვეტ.

  • ერთი ან რამდენიმე პასუხი, ლიმიტით
  • ანონიმური ხმის მიცემა და ვადა
  • წევრებს შეუძლიათ საკუთარი პასუხის დამატება
DenCloud-ის ეკრანი: გამოკითხვები ჯგუფებში
06 / 13

ჩემი ფაილები და ფოლდერები

პირადი საცავი ფოლდერებით: ატვირთე, დაალაგე და ერთი დაჭერით გაუგზავნე ნებისმიერ ჩატს.

  • ფოლდერები და ქვეფოლდერები
  • გადარქმევა, გადატანა და გადათრევა
  • შენაძენების ისტორია
DenCloud-ის ეკრანი: ჩემი ფაილები და ფოლდერები
07 / 13

ფაილის გაზიარება ბმულით

ფაილი პირადია, სანამ თვითონ არ გადაწყვეტ. შექმენი ბმული — ვისაც გაუგზავნი, ბრაუზერში გახსნის და ჩამოტვირთავს, DenCloud არ დასჭირდება.

  • ვადა: 1 დღე, 7 დღე, 30 დღე ან უვადო
  • ნახვებისა და ჩამოტვირთვების რაოდენობა
  • გაუქმებისას ბმული მაშინვე წყვეტს მუშაობას
DenCloud-ის ეკრანი: ფაილის გაზიარება ბმულით
08 / 13

End-to-end დაშიფვრა

ჩართე პაროლით და მესიჯები, ფაილები და ხმოვანები შენსავე ბრაუზერში დაიშიფრება.

  • სერვერი მხოლოდ დაშიფრულ ტექსტს ინახავს
  • აღდგენის კოდი პაროლის დავიწყებისას
  • უსაფრთხოების კოდი შესადარებლად
DenCloud-ის ეკრანი: End-to-end დაშიფვრა
09 / 13

ჩატის დაცვა PIN-კოდით

დაიცავი ცალკეული საუბრები: სიაში შიგთავსი დამალულია, გახსნისას PIN იკითხება.

  • დაცვა მარჯვენა ღილაკით ან „⋯“ მენიუდან
  • PIN 4–6 ციფრისგან
  • დაგავიწყდა? ერთჯერადი კოდი მეილზე
DenCloud-ის ეკრანი: ჩატის დაცვა PIN-კოდით
10 / 13

საერთო თემები

აირჩიე საუბრის ფერი — მას ყველა მონაწილე ხედავს. 7 თემა, მათ შორის მუქი.

  • ცალკე თემა თითოეულ საუბარს
  • ნაგულისხმევი თემა პარამეტრებში
  • მუქი და მინიმალისტური ვარიანტები
DenCloud-ის ეკრანი: საერთო თემები
11 / 13

პროფილი და პარამეტრები

ყველა პარამეტრი ერთ ფანჯარაშია, ოთხ ჯგუფად: პირადი, უსაფრთხოება, იერსახე და ანგარიში.

  • 20 მზა ავატარი ან შენი ფოტო
  • სტატუსი და ძიებაში ხილვადობა
  • თემები, ენა და ხმები
DenCloud-ის ეკრანი: პროფილი და პარამეტრები
12 / 13

შენი მონაცემები — შენს ხელში

ანგარიში დროებით დახურე ან სრულად წაშალე. წაშლამდე ფაილებსა და მიმოწერებს ZIP არქივად მიიღებ.

  • დროებით დახურვა — შესვლით აღდგება
  • ბექაფში: ფაილები ფოლდერებით და მიმოწერები
  • ჩამოსატვირთი ბმული მეილზე, 7 დღით
DenCloud-ის ეკრანი: შენი მონაცემები — შენს ხელში
13 / 13

პაკეტები

ყველა შესაძლებლობა უფასოა. ფასიანი პაკეტები მხოლოდ საცავსა და ფაილების ლიმიტებს ზრდის.

  • უფასოდ 5 GB საცავი
  • გადახდა უსაფრთხოდ, Paddle-ით
  • გაუქმება ნებისმიერ დროს
DenCloud-ის ეკრანი: პაკეტები

ყველა შესაძლებლობა

ჩატი

  • პირადი მიმოწერა

    მოძებნე ადამიანი ზუსტი email-ით და მიწერე პირველმა. საუბარში მისი სახელი და გვარი ჩანს.

  • ჯგუფები

    შექმენი ჯგუფი რამდენიმე ადამიანით. ახალი წევრები ნებისმიერ დროს დაამატე.

  • პასუხი და რეაქციები

    უპასუხე კონკრეტულ მესიჯს ციტატით ან დაუსვი ემოჯი-რეაქცია ერთი დაჭერით.

  • ხმოვანი შეტყობინებები

    ჩაწერე და გაგზავნე, როცა წერა არ გინდა. მიკროფონი მხოლოდ ჩაწერისას ირთვება.

  • გამოკითხვები

    ჰკითხე ჯგუფს: ერთი ან რამდენიმე პასუხი, ანონიმურად ან ღიად, ვადით ან უვადოდ. შედეგები ლაივში ჩანს.

  • სტატუსი

    კონტაქტები ხედავენ, აქტიური ხარ, უსაქმური თუ ხაზგარეშე. თუ გინდა, დაიმალე — ძიებიდანაც.

  • შეტყობინებები

    ახალ მესიჯზე მოკლე ხმა და რიცხვი ხატულაზე, ფანჯარა დახურული რომც იყოს. ხმა გამორთვადია.

  • საერთო თემები

    აირჩიე საუბრის ფერი — მას ყველა მონაწილე ხედავს. 7 თემა, მათ შორის მუქი.

ღრუბელი და ფაილები

  • ჩემი ფაილები

    პირადი საცავი ფოლდერებით. ჩატებში გაგზავნილი ფაილებიც აქაა — ადამიანის სახელით დალაგებული.

  • ფოტოები და ფაილები

    გაგზავნე ფაილი ღილაკით ან ჩატში გადმოთრევით. ფაილი პირდაპირ ღრუბელში იტვირთება, ამიტომ დიდი ფაილიც სწრაფად მიდის.

  • გაზიარება ბმულით

    შენი ფაილი ნებისმიერს გაუზიარე საჯარო ბმულით — გახსნის და ჩამოტვირთავს ბრაუზერში. გაზიარება ნებისმიერ დროს უქმდება.

  • ბრაუზერის ვერსია

    „ჩემი ფაილები“ ნებისმიერ ბრაუზერში იხსნება, ექსთენშენის გარეშე — იმავე Google ანგარიშით.

უსაფრთხოება და კომფორტი

  • End-to-end დაშიფვრა

    ჩართე პაროლით და მესიჯები, ფაილები და ხმოვანები შენს ბრაუზერში დაიშიფრება. ვერც სერვერი წაიკითხავს.

  • PIN-ით დაცული ჩატები

    დაიცავი ცალკეული საუბრები PIN-კოდით. ყველა დაცული ჩატი პარამეტრებში ერთ სიაშია. დაგავიწყდა — ერთჯერად კოდს მეილზე მიიღებ.

  • პროფილი და ავატარები

    აირჩიე 20 მზა ავატარიდან ან ატვირთე შენი ფოტო. სახელსა და გვარს თავად შეცვლი.

  • სამი ენა

    ინტერფეისი ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ენას პარამეტრებიდან ერთი დაჭერით ცვლი.

  • ანგარიშის კონტროლი

    დახურე ანგარიში დროებით ან წაშალე სრულად. წაშლამდე ყველა ფაილს და მიმოწერას ZIP არქივად მიიღებ.

PDF
ხელშეკრულება_საბოლოო.pdf2.4 MB · დღეს
გაგზავნა
JPG
ოფისი_გეგმა.jpg860 KB · გუშინ
გაგზავნა
🔒
პასპორტის_ასლი.png1.1 MB · დაშიფრული
გაგზავნა
XLS
ბიუჯეტი_Q4.xlsx310 KB · 3 დღის წინ
გაგზავნა
გამოყენებულია საცავის ნაწილი

შენი ღრუბელი — ფაილები ერთ ადგილას

„ჩემი ფაილები“ შენი პირადი საცავია. ატვირთე იქ რაც ხშირად გჭირდება და გაუგზავნე ნებისმიერ საუბარს ხელახლა ატვირთვის გარეშე.

ჩატში მიღებული ფაილი ერთი ღილაკით ინახება საცავში. თუ დაშიფვრა ჩართული გაქვს, საცავშიც დაშიფრული ინახება.

ჩატებში გაგზავნილი ფაილები აქაც ჩანს — ფოლდერებად, იმ ადამიანის სახელით, ვისაც გაუგზავნე. აქედან წაშლისას ჩატიდანაც იშლება და ადგილი თავისუფლდება.

ფაილი პირადია, სანამ ბმულით არ გააზიარებ. ბმულს ვადას დაუწესებ ან ნებისმიერ დროს გააუქმებ.

„ჩემი ფაილები“ ბრაუზერიდანაც იხსნება, ექსთენშენის გარეშე: შედი იმავე Google ანგარიშით, ატვირთე, ჩამოტვირთე და მართე პაკეტი. გახსნა ბრაუზერში →

რამდენი ადგილი გაქვს, შენს პაკეტზეა დამოკიდებული.

რაც დაშიფრულია, მხოლოდ საუბრის მონაწილეები კითხულობენ

დაშიფვრა არჩევითია. ჩართავ პარამეტრებში, დაადებ პაროლს და მიიღებ აღდგენის კოდს. როცა საუბრის ყველა მონაწილეს აქვს ჩართული, საუბარი ავტომატურად იშიფრება.

  • ტექსტი, ფოტოები, ფაილები და ხმოვანები იშიფრება გაგზავნამდე, შენსავე ბრაუზერში.
  • პაროლი სერვერზე არ იგზავნება და ბრაუზერის ყოველ გახსნაზე ერთხელ იკითხება.
  • დაგავიწყდა პაროლი? აღადგენ აღდგენის კოდით.
  • უსაფრთხოების კოდი ადასტურებს, რომ შუაში არავინ ზის: ორივე მხარეს ერთნაირი უნდა იყოს.
ნინო ხედავს
ხვალ 11-ზე შევხვდეთ, ხელშეკრულება წამოიღე 📎
სერვერი ინახავს
mc1.Qm9yZGVyLXdheS…7hK2pXv0cFZ3nRqY8tLw1aE9uJsD4bGmOiP6xNzV5kTr0yHf2Ue8lCq3WjA7dB1sMn==
უსაფრთხოების კოდი

პაკეტები

ყველაფერი, რაც ზემოთ წერია, ყველა პაკეტშია. განსხვავდება მხოლოდ ფაილების ლიმიტები.

უფასო

5 GB საცავი ძირითადი გამოყენებისთვის

უფასო

საცავის ზომა
5 GB
ერთი ფაილის ზომა
250 MB
ფაილის გაგზავნა დღეში
100
ფაილის გაგზავნა სულ
ულიმიტო
ჩამოტვირთვა დღეში
200

ავტომატურად გაქვს შესვლისთანავე.

Starter მეტი ადგილი

50 GB საცავი ყოველდღიური გამოყენებისთვის

$0.99 / თვეში

$11.88 / წელიწადში

$0.99 თვეში

საცავის ზომა
50 GB
ერთი ფაილის ზომა
1 GB
ფაილის გაგზავნა დღეში
200
ფაილის გაგზავნა სულ
ულიმიტო
ჩამოტვირთვა დღეში
500

ყოველთვიური გამოწერა. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან. წინასწარი გადახდა 1 წლით — პაკეტი მაშინვე ჩაირთვება 12 თვით. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან.

Pro

100 GB საცავი და დიდი ფაილები

$1.49 / თვეში

$17.88 / წელიწადში

$1.49 თვეში

საცავის ზომა
100 GB
ერთი ფაილის ზომა
2 GB
ფაილის გაგზავნა დღეში
500
ფაილის გაგზავნა სულ
ულიმიტო
ჩამოტვირთვა დღეში
2 000

ყოველთვიური გამოწერა. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან. წინასწარი გადახდა 1 წლით — პაკეტი მაშინვე ჩაირთვება 12 თვით. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან.

Business

500 GB საცავი პროფესიონალური გამოყენებისთვის

$5.99 / თვეში

$71.88 / წელიწადში

$5.99 თვეში

საცავის ზომა
500 GB
ერთი ფაილის ზომა
5 GB
ფაილის გაგზავნა დღეში
2 000
ფაილის გაგზავნა სულ
ულიმიტო
ჩამოტვირთვა დღეში
10 000

ყოველთვიური გამოწერა. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან. წინასწარი გადახდა 1 წლით — პაკეტი მაშინვე ჩაირთვება 12 თვით. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან.

გადახდას ამუშავებს Paddle. ბარათის მონაცემები ჩვენამდე არ მოდის. გამოწერის გაუქმებისას პაკეტი გადახდილი პერიოდის ბოლომდე მოქმედებს. ამის შემდეგ უფასო ლიმიტზე მეტი ფაილები იკეტება და 7 დღეში იშლება — შესანარჩუნებლად განაახლე პაკეტი ან გაათავისუფლე ადგილი. გადახდიდან 14 დღეში თანხა სრულად ბრუნდება.

DenCloud მხოლოდ ციფრული სერვისია: Chrome-ის გაფართოება და ვებ-აპლიკაცია ჩატისა და ფაილების ონლაინ შენახვისთვის. ფასიანი პაკეტი არის პროგრამული გამოწერა (SaaS), რომელიც ზრდის ღრუბლოვანი საცავის და გაგზავნის ლიმიტებს. ფიზიკური ნივთები, აპარატურა ან მიწოდება არ არის.

დაწყება ერთ წუთში

  1. დაამატე Chrome-ში

    დააინსტალირე DenCloud Chrome Web Store-დან და მიამაგრე ხატულა პანელზე.

  2. შედი Google-ით

    დააჭირე ხატულას, აირჩიე Google ანგარიში და დაეთანხმე წესებს. ცალკე რეგისტრაცია არ სჭირდება.

  3. მიწერე

    მოკლე ტური ყველაფერს გაჩვენებს. მერე მიწერე მეგობარს ან ატვირთე პირველი ფაილი ღრუბელში.

დაამატე Chrome-ში მუშაობს Chrome-სა და სხვა Chromium ბრაუზერებში.

რას არ აკეთებს

DenCloud არ კითხულობს საიტებს, რომლებსაც ხსნი, არ ხედავს ბრაუზერის ისტორიას და სხვა ჩანართებს. მუშაობს მხოლოდ შენს მიმოწერებთან და ფაილებთან.

მესიჯებსა და ფაილებს მხოლოდ საუბრის მონაწილეები ხედავენ. მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.

შენი მონაცემები შენია: ნებისმიერ დროს ჩამოტვირთავ ბექაფს და წაშლი ანგარიშს. წესები თუ შეიცვლება, წინასწარ გაცნობებთ და ხელახლა გთხოვთ დათანხმებას.