ჩატი
სწრაფი მიმოწერა იქ, სადაც მუშაობ — ახალი ჩანართის გარეშე.
- პირადი საუბრები და ჯგუფები
- ხმოვანები, პასუხები, რეაქციები, გამოკითხვები
- შეტყობინება ხატულაზე, ფანჯარა დახურულიც რომ იყოს
- PIN-ით დაცული საუბრები
DenCloud
DenCloud Chrome-ის პანელიდან იხსნება ნებისმიერ საიტზე. ესაუბრე ადამიანებს და ჯგუფებს, ფაილები კი შეინახე შენს ღრუბელში — ფოლდერებით, ბმულით გაზიარებით და, თუ გინდა, დაშიფრულად.
უფასოდ იწყება. შესვლა Google ანგარიშით, პაროლის გარეშე.
ფანჯარა ნებისმიერ საიტზე იხსნება. მიმოწერაც და ფაილებიც იქვე გელოდება.
ჩვეულებრივ ჩატი ერთ აპშია, ფაილები — მეორეში. DenCloud-ში ორივე ერთადაა და ერთმანეთთან დაკავშირებულია.
სწრაფი მიმოწერა იქ, სადაც მუშაობ — ახალი ჩანართის გარეშე.
შენი პირადი ფაილების საცავი — ექსთენშენშიც და ბრაუზერშიც.
ჩატში მიღებული ფაილი ერთი კლიკით ინახება ღრუბელში, ღრუბლიდან კი ნებისმიერ საუბარს უგზავნი ხელახლა ატვირთვის გარეშე.
გადაფურცლე და ნახე, როგორ გამოიყურება DenCloud სინამდვილეში. ყველა ეკრანი ექსთენშენიდანაა.
ფანჯარა ხატულაზე დაჭერით იხსნება, გვერდის დატოვების გარეშე. ძველი მესიჯები ზემოთ სქროლვით იტვირთება.
უპასუხე კონკრეტულ მესიჯს ციტატით ან დაუსვი რეაქცია ერთი დაჭერით.
შექმენი ჯგუფი, დაამატე წევრები ნებისმიერ დროს და ნახე, ვინ არის ონლაინ.
ჰკითხე ჯგუფს და შედეგები ლაივში ნახე. რა შეუძლიათ წევრებს, შექმნისას შენ წყვეტ.
ჩაწერე email და მიწერე პირველმა. ძიება შენს ჩატებსაც ფილტრავს სახელით.
პირადი საცავი ფოლდერებით: ატვირთე, დაალაგე და ერთი დაჭერით გაუგზავნე ნებისმიერ ჩატს.
ფაილი პირადია, სანამ თვითონ არ გადაწყვეტ. შექმენი ბმული — ვისაც გაუგზავნი, ბრაუზერში გახსნის და ჩამოტვირთავს, DenCloud არ დასჭირდება.
ჩართე პაროლით და მესიჯები, ფაილები და ხმოვანები შენსავე ბრაუზერში დაიშიფრება.
დაიცავი ცალკეული საუბრები: სიაში შიგთავსი დამალულია, გახსნისას PIN იკითხება.
აირჩიე საუბრის ფერი — მას ყველა მონაწილე ხედავს. 7 თემა, მათ შორის მუქი.
ყველა პარამეტრი ერთ ფანჯარაშია, ოთხ ჯგუფად: პირადი, უსაფრთხოება, იერსახე და ანგარიში.
ანგარიში დროებით დახურე ან სრულად წაშალე. წაშლამდე ფაილებსა და მიმოწერებს ZIP არქივად მიიღებ.
ყველა შესაძლებლობა უფასოა. ფასიანი პაკეტები მხოლოდ საცავსა და ფაილების ლიმიტებს ზრდის.
მოძებნე ადამიანი ზუსტი email-ით და მიწერე პირველმა. საუბარში მისი სახელი და გვარი ჩანს.
შექმენი ჯგუფი რამდენიმე ადამიანით. ახალი წევრები ნებისმიერ დროს დაამატე.
უპასუხე კონკრეტულ მესიჯს ციტატით ან დაუსვი ემოჯი-რეაქცია ერთი დაჭერით.
ჩაწერე და გაგზავნე, როცა წერა არ გინდა. მიკროფონი მხოლოდ ჩაწერისას ირთვება.
ჰკითხე ჯგუფს: ერთი ან რამდენიმე პასუხი, ანონიმურად ან ღიად, ვადით ან უვადოდ. შედეგები ლაივში ჩანს.
კონტაქტები ხედავენ, აქტიური ხარ, უსაქმური თუ ხაზგარეშე. თუ გინდა, დაიმალე — ძიებიდანაც.
ახალ მესიჯზე მოკლე ხმა და რიცხვი ხატულაზე, ფანჯარა დახურული რომც იყოს. ხმა გამორთვადია.
აირჩიე საუბრის ფერი — მას ყველა მონაწილე ხედავს. 7 თემა, მათ შორის მუქი.
პირადი საცავი ფოლდერებით. ჩატებში გაგზავნილი ფაილებიც აქაა — ადამიანის სახელით დალაგებული.
გაგზავნე ფაილი ღილაკით ან ჩატში გადმოთრევით. ფაილი პირდაპირ ღრუბელში იტვირთება, ამიტომ დიდი ფაილიც სწრაფად მიდის.
შენი ფაილი ნებისმიერს გაუზიარე საჯარო ბმულით — გახსნის და ჩამოტვირთავს ბრაუზერში. გაზიარება ნებისმიერ დროს უქმდება.
„ჩემი ფაილები“ ნებისმიერ ბრაუზერში იხსნება, ექსთენშენის გარეშე — იმავე Google ანგარიშით.
ჩართე პაროლით და მესიჯები, ფაილები და ხმოვანები შენს ბრაუზერში დაიშიფრება. ვერც სერვერი წაიკითხავს.
დაიცავი ცალკეული საუბრები PIN-კოდით. ყველა დაცული ჩატი პარამეტრებში ერთ სიაშია. დაგავიწყდა — ერთჯერად კოდს მეილზე მიიღებ.
აირჩიე 20 მზა ავატარიდან ან ატვირთე შენი ფოტო. სახელსა და გვარს თავად შეცვლი.
ინტერფეისი ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ენას პარამეტრებიდან ერთი დაჭერით ცვლი.
დახურე ანგარიში დროებით ან წაშალე სრულად. წაშლამდე ყველა ფაილს და მიმოწერას ZIP არქივად მიიღებ.
„ჩემი ფაილები“ შენი პირადი საცავია. ატვირთე იქ რაც ხშირად გჭირდება და გაუგზავნე ნებისმიერ საუბარს ხელახლა ატვირთვის გარეშე.
ჩატში მიღებული ფაილი ერთი ღილაკით ინახება საცავში. თუ დაშიფვრა ჩართული გაქვს, საცავშიც დაშიფრული ინახება.
ჩატებში გაგზავნილი ფაილები აქაც ჩანს — ფოლდერებად, იმ ადამიანის სახელით, ვისაც გაუგზავნე. აქედან წაშლისას ჩატიდანაც იშლება და ადგილი თავისუფლდება.
ფაილი პირადია, სანამ ბმულით არ გააზიარებ. ბმულს ვადას დაუწესებ ან ნებისმიერ დროს გააუქმებ.
„ჩემი ფაილები“ ბრაუზერიდანაც იხსნება, ექსთენშენის გარეშე: შედი იმავე Google ანგარიშით, ატვირთე, ჩამოტვირთე და მართე პაკეტი. გახსნა ბრაუზერში →
რამდენი ადგილი გაქვს, შენს პაკეტზეა დამოკიდებული.
დაშიფვრა არჩევითია. ჩართავ პარამეტრებში, დაადებ პაროლს და მიიღებ აღდგენის კოდს. როცა საუბრის ყველა მონაწილეს აქვს ჩართული, საუბარი ავტომატურად იშიფრება.
mc1.Qm9yZGVyLXdheS…7hK2pXv0cFZ3nRqY8tLw1aE9uJsD4bGmOiP6xNzV5kTr0yHf2Ue8lCq3WjA7dB1sMn==
ყველაფერი, რაც ზემოთ წერია, ყველა პაკეტშია. განსხვავდება მხოლოდ ფაილების ლიმიტები.
5 GB საცავი ძირითადი გამოყენებისთვის
უფასო
ავტომატურად გაქვს შესვლისთანავე.
50 GB საცავი ყოველდღიური გამოყენებისთვის
$0.99 / თვეში
$11.88 / წელიწადში
$0.99 თვეში
ყოველთვიური გამოწერა. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან. წინასწარი გადახდა 1 წლით — პაკეტი მაშინვე ჩაირთვება 12 თვით. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან.
100 GB საცავი და დიდი ფაილები
$1.49 / თვეში
$17.88 / წელიწადში
$1.49 თვეში
ყოველთვიური გამოწერა. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან. წინასწარი გადახდა 1 წლით — პაკეტი მაშინვე ჩაირთვება 12 თვით. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან.
500 GB საცავი პროფესიონალური გამოყენებისთვის
$5.99 / თვეში
$71.88 / წელიწადში
$5.99 თვეში
ყოველთვიური გამოწერა. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან. წინასწარი გადახდა 1 წლით — პაკეტი მაშინვე ჩაირთვება 12 თვით. გააქტიურება და გაუქმება ექსთენშენის პარამეტრებიდან.
გადახდას ამუშავებს Paddle. ბარათის მონაცემები ჩვენამდე არ მოდის. გამოწერის გაუქმებისას პაკეტი გადახდილი პერიოდის ბოლომდე მოქმედებს. ამის შემდეგ უფასო ლიმიტზე მეტი ფაილები იკეტება და 7 დღეში იშლება — შესანარჩუნებლად განაახლე პაკეტი ან გაათავისუფლე ადგილი. გადახდიდან 14 დღეში თანხა სრულად ბრუნდება.
DenCloud მხოლოდ ციფრული სერვისია: Chrome-ის გაფართოება და ვებ-აპლიკაცია ჩატისა და ფაილების ონლაინ შენახვისთვის. ფასიანი პაკეტი არის პროგრამული გამოწერა (SaaS), რომელიც ზრდის ღრუბლოვანი საცავის და გაგზავნის ლიმიტებს. ფიზიკური ნივთები, აპარატურა ან მიწოდება არ არის.
დააინსტალირე DenCloud Chrome Web Store-დან და მიამაგრე ხატულა პანელზე.
დააჭირე ხატულას, აირჩიე Google ანგარიში და დაეთანხმე წესებს. ცალკე რეგისტრაცია არ სჭირდება.
მოკლე ტური ყველაფერს გაჩვენებს. მერე მიწერე მეგობარს ან ატვირთე პირველი ფაილი ღრუბელში.
DenCloud არ კითხულობს საიტებს, რომლებსაც ხსნი, არ ხედავს ბრაუზერის ისტორიას და სხვა ჩანართებს. მუშაობს მხოლოდ შენს მიმოწერებთან და ფაილებთან.
მესიჯებსა და ფაილებს მხოლოდ საუბრის მონაწილეები ხედავენ. მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
შენი მონაცემები შენია: ნებისმიერ დროს ჩამოტვირთავ ბექაფს და წაშლი ანგარიშს. წესები თუ შეიცვლება, წინასწარ გაცნობებთ და ხელახლა გთხოვთ დათანხმებას.